შემოგვიერთდი სოციალურ ქსელში
Add your content here
0 items0.00 

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

დაბრუნების პოლიტიკა

1. პროდუქტის შეცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს და ეს აღმოჩნილი იქნა კურიერის თანდასწრებით;
ბ) პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;
გ) პროდუქტის მახასიათებელები არ ემთხვევა, განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი მახასიათებლებისგან;
დ) შეცდომით მიღებული იქნა სხვა პროდუქტი.
ზემოთ მოცემული შემთხვევიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, ნივთის მიღებიდან 5 დღის ვადაში შეატყობინოს კომპანიას არსებული ვითარების შესახებ. გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:
– თუ მომხმარებელი იმყოფება რეგიონში ვალდებულია შეტყობინებიდან 5 დღის განმავლობაში, გამოაგზავნოს შეძენილი ნივთი. გამოგზავნის ღირებულებას ფარავს ჯეო ბილდინგი
– თუ მომხმარებელი იმყოფება თბილისში, ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს, კომპანიის კურიერი მიდის მომხმარებელთან ნივთის დასაბრუნებლად.

2. უკან დასაბრუნებელი ნივთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არ უნდა იყოს გაუმართავი;
ბ) არ უნდა იყოს გამოყენებული;
გ) შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული.

3. უკანდაბრუნებული ნივთის შემოწმება:
ა) უკანდაბრუნებული ნივთის შემოწმება ხორციელდება ჯეო ბილდინგის საწყობში, შესაბამისი პერსონალის მიერ.
ბ) თუ ნივთი აკმაყოფილებს უკანდაბრუნების კრიტერიუმებს, კომპანია გიგზავნით ახალ, უნაკლო ნივთს ან თქვენი მოთხოვნისამებრ გიბრუნებთ თანხას.
გ) თუ ნივთი არ აკმაყოფილებს უკანდაბრუნების კრიტერიუმებს და/ან აღმოჩნდა, რომ თქვენ განზრახ შეცდომაში შეიყვანეთ კომპანიის წარმომადგენელი და მიაწოდეთ მცდარი ინფორმაცია, ან დაზიანება გამოწვეულია თქვენი დაუდევრობით, კომპანია უფლებამოსილია არ დაიტოვოს ნივთი და უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიხვიდეთ საწყობში და ჩაიბაროთ თქვენს მიერ უკან დაბრუნებული ნივთი. ასევე, ვალდებული ხართ დაფაროთ ნივთის საწყობში დაბრუნების (ტრანსპორტირების) ღირებულება.

4. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ განაცხადებთ 5 სამუშაო დღის ვადაში ნივთის ნაკლის შესახებ, ნივთი ითვლება უნაკლოდ და თქვენ კარგავთ მისი გამოცვლის ან რაიმე ზიანის ანაზღაურების უფლებას,

5. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები ნივთის ისეთ ნაკლზე, რომელიც წარმოიშვა თქვენთვის ნივთის გადმოცემის შემდეგ და არ არის გამოწვეული ქარხნული წუნით ან ჩვენს მიერ ნივთის დაზიანებით;

6. იმ შემთხვევაში თუ ნივთის გამოცვლა, შეკეთება ან ზიანის სხვაგვარად აღმოფხვრა შეუძლებელია და ეს ზიანი გამოწვეულია ჩვენს მიერ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულების დარღვევით, თქვენ უფლება გაქვთ აირჩიოთ იმავე ღირებულების სხვა ნივთი ან მოითხოვოთ თანხის დაბრუნება.